30-06-2021
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5 პროცენტია.
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.