გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: საქართველოს ეკონომიკამ თავი დააღწია პანდემიურ კრიზისს და დაიწყო სწრაფი აღდგენა

30-06-2021

„უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკამ თავი დააღწია პანდემიურ კრიზისს და დაიწყო სწრაფი აღდგენა. ამის ნათელი დასტურია ჯერ აპრილის თვეში 44.8% ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში და შემდეგ მაისის თვის 25,8%-იანი ზრდა. ხოლო, 5 თვის საშუალომ კი, 11.5% შეადგინა. რაც აღემატება მთავრობისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის საპროგნოზო მაჩვენებლებს,“ - განაცხადა თავის ფეისბუქ გვერდზე თსუ ანალიზისა და პროგნიზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ.

ექსპერტის განცხადებით, მაისში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არათუ მაღალია მხოლოდ გასული წლის მაჩვენებელს, არამედ, 8 პროცენტით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. ხოლო პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი 5 პროცენტით აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებლებს, რაც ცალსახა ილუსტრირებაა იმისა, რომ მთავრობისა და ბიზნეს სექტორის კორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა გადააჭარბეს პანდემიამდე არსებულ ვითარებას.

ოთარ ანგურიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის გაჯანსაღებაში მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის 50%-ით გაუმჯობესებამ და ახალად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის 12.5%-ით ზრდამ. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები. სადაც, განსაკუთრებით აღსანიშნავია მაისის თვეში ექსპორტის 45%-ით ზრდა, რომელმაც თითქმის 335 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
42%-ით გაიზარდა საერთაშორისო ფულადი გზავნილები და 188 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა დარგში.

„ხვალიდან იხსნება დაწესებული შეზღუდვების აბსოლუტური უმრავლესობა და ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ დროს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება. რაც იძლება საფუძველს ეკონომიკის ყველა სექტორი დაიტვირთოს მაქსიმალურად, რათა ტურისტული სეზონის პარალელურად შეიქმნას მყარი საფუძველი, მომავალ თვეებშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისა,“ - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930