გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: კრწანისის ტყე-პარკში სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი შეიქმნება

1-07-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს კრწანისის ტყე-პარკის განვითარების გეგმაზე. გეგმის განხორციელების შედეგად, ტყე-პარკში სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი შეიქმნება.

„ტყე-პარკში დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა/დათევზიანება და 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.

ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით“ - განაცხადა დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930