გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: საქართველოს მასშტაბით, 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია იმუშავებს

1-07-2021

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ეროვნული სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 შესაბამის აკრედიტაციის სტატუსს ფლობს და დანერგილი აქვს საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - ამის სესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდების შესწავლა, დანერგვა და შემდგომ აკრედიტაცია. უახლოეს 10 წელიწადში, ლაბორატორიაში ამჟამად არსებული კვლევების რაოდენობა 50%-ით გაიზრდება.
მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში, ლაბორატორიის ქსელში, უკვე არსებულ ლაბორატორიებთან ერთად (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, დუშეთი, გურჯაანი, ოზურგეთი, გორი, მარნეული, ბათუმი, ამბროლაური, ზუგდიდი), დამატებით, ორი ახალი ლაბორატორია (საჩხერე, მესტია) დაიწყებს აქტიურ მუშაობას. საქართველოს მასშტაბით, 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე ლაბორატორია იმუშავებს.

ლაბორატორიაში უწყვეტი აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება არსებული კვლევის მეთოდების რეაკრედიტაცია. გარდა ამისა, ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველწლიურად წარმატებით გადიან საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებებს“ - განაცხადა დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031