გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი გახარიას: თავად რა გააკეთა ან არჩევნების და ან თამარ ჟვანიას დასაცავად?

1-07-2021

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი გახარიას კომენტარს ეხმიანება ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით სიის პირველი ნომერი იყო გახარია და მას არჩევნების შედეგების დასაცავად არაფერი გაუკეთებია, უხერხულია, როდესაც მოკლე მეხსიერებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობ.

,,როგორც ვერ დაიცვა “ქართულმა ოცნებამ” თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას" გიორგი გახარია - მაინტერესებს, ამ ფორმით და ამ ტონალობაში რომ საუბრობს გახარია, თავად არ იყო ამ პარტიის წევრი? თავად არ იყო ამ პარტიის სიის პირველი ნომერი? ან ამ პარლამენტმა არ დაამტკიცა ხელმეორედ პრემიერ-მინისტრად? იქნებ განმარტოს, თავად რა გააკეთა ან არჩევნების და ან თამარ ჟვანიას დასაცავად? ძალიან უხერხულია ასე მოკლე მეხსიერებით და ტყუილებით ეცადო შეცდომაში შეიყვანო საზოგადოება’’ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930