გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჩვენ მივიღეთ კანონი აკვაკულტურის შესახებ, რომლის შედეგადაც ჩვენ შიგა წყლების რესურსებს სრულიად გამოვიყენებთ

1-07-2021

„ჩვენ მივიღეთ კანონი აკვაკულტურის შესახებ. ეს იყო ამბიციური გარღვევა. ახლა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა ამ კანონის შესრულება, რომლის შედეგადაც ჩვენ შიგა წყლების რესურსებს სრულად გამოვიყენებთ. საქართველო, მხოლოდ შიგა წყალსაცავებში, დაახლოებით, 20 000 ტონამდე თევზის და ზღვის პროდუქტების წარმოების შეძლებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, რომ შიდა მოთხოვნა, დაახლოებით, 70%-ით დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა წარდგენის ღონისძიებაზე.

მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს საზღვაო სივრცეში და შიგა წყალსატევებში ძირითად სარეწაო ბიორესურსების შეფასებას და პროგნოზირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელებს.

ასევე, თევზის რესურსების ინვენტარიზაციას, პერსპექტიული თევზის სახეობების და წყლის ეკოსისტემების ფონდის განსაზღვრას, თევზის რესურსების მდგომარეობის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ შეფასებას, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს საზღვაო მარიკულტურის პოტენციალის ამაღლებას, წარმოების მოცულობის გაზრდას და ზღვის პროდუქტების იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას.

მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამმუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა წარადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031