გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"თავისუფალი დემოკრატები": სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ლგბტ თემს და ღირსების მარშს ვუერთდებით

1-07-2021

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, თამარ კეკენაძე, 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშს გამოეხმაურა.
როგორც თამარ კეკენაძემ განაცხადა - „თავისუფალი დემოკრატები”, ვუერთდებით “ღირსების მარშს- სოლიდარობისთვის” და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ლგბტ თემის წარმომადგენლებს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში.

მიუღებელია, როდესაც ხდება ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა და საზოგადოების არათანაბარ წევრებად წარმოჩინება. ჩვენ თუ გვინდა შევდგეთ როგორც სახელმწიფო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თანაბრად იგრძნოს თავი დაცულად და თვითრეალიზებულად ამ ქვეყანაში.

ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ბოლომდე ვიდგებით, როგორც ლგბტ თემის, ასევე ყველა ადამიანის გვერდით, ვინც წლების განმავლობაში განიცდის ძალადობას, წარმოუდგენელ ზეწოლას და ღირსებაშემლახველ მოპყრობას სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან.

დღეს იწყება პრაიდის კვირეული და იმედი მაქვს, ყველანი ერთად შევძლებთ დავანახოთ არამარტო ლგბტ თემის წარმომადგენლებს, არამედ ყველა იმ ადამიანს ვინც რაიმე ნიშნით თავს გრძნობს გარიყულად საზოგადოებიდან, რომ შეგვიძლია მათი თანადგომა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას კანონი და უზრუნველყოს ყველა ღონისძიების მშვიდობით ჩატარება“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930