გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ

2-07-2021

ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უკრაინელმა ექიმ-ოფთალმოლოგებმა უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარეს და საჩუქრად სათვალეები გადასცეს.

ღონისძიებაზე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე იმყოფებოდნენ.

აქცია მომავალშიც გაგრძელდება და რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლებას ექნება შესაძლებლობა გაიაროს ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია და ჩაიტაროს სრული კვლევა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930