გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებითაც ჩვენ წარმატებულ მოლაპარაკებას მივაღწიეთ

2-07-2021

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებითაც ჩვენ მივაღწიეთ წარმატებულ მოლაპარაკებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას პირადად ჰქონდა მოლაპარაკებები „ფაიზერის" პრეზიდენტთან და წლის ბოლომდე 4 მლნ დოზის სრულად გამოყენება იქნება შესაძლებელი.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში, პირველ რიგში, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, ბატონ ამირან გამყრელიძეს, ქალბატონ თამარ გაბუნიას, ბატონ დავით ზალკალიანს და ჩვენს საელჩოებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. მე მქონდა აქტიური მიმოწერა ჩინეთის პრემიერთან და მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის მთავრობას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებითაც ჩვენ მივაღწიეთ წარმატებულ მოლაპარაკებას. ასევე, მე მქონდა პირადად „ფაიზერის" პრეზიდენტთან უშუალოდ საუბარი და მიმოწერა, რის შედეგადაც ჩვენ, როგორც უკვე გითხარით, წლის ბოლომდე, 4 მლნ. დოზის სრულად გამოყენებას შევძლებთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930