გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტუდენდებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადამზადების კურსი გაიარონ

3-07-2021

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო ცენტრში, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტებისა და ერთობლივი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყანაში სწავლებისა და კვლევების ხელშეწყობის, ასევე, უსაფრთხოების თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები სასწავლო ცენტრის მიზნებსა და კონცეფციას დეტალურად გაეცნენ. დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს განათლების სამინისტრო მხარს დაუჭერს.

სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენდებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადამზადების კურსი გაიარონ და სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებში ჩაერთონ.

როგორც სასწავლო ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ახალი, კიდევ უფრო მოტივირებული, კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მოზიდვას.
შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930