გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა დაბრუნდა და ევროკავშირის ქვეყნებთან ფრენები 14 მიმართულებით შესრულდება

3-07-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებას და აღდგენილი რეისის შესრულებას დაესწრო.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. როგორც მოგეხსნებათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია Wizz air დაბრუნდა პირველი ბაზით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, შედეგად ქუთაისის აეროპორტიდან გაფრინდა რეისი სალონიკის მიმართულებით, 115 მგზავრით.

უკიდურესად მნიშვნელოვანია Wizzair-ის ბაზის დაბრუნება აეროპორტში, ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში, ისევე როგორც სრულიად საქართველოში. ბაზის მეშვეობით ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გვექნება 14 მიმართულება ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს ტურიზმის, ისევე როგორც ავიაციის სექტორს კოვიდ პანდემიის დროს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი - 1-ლი ივლისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს დამატებით 6 მიმართულებით შეასრულებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930