გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა

15-05-2018

აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 123.9 მლნ აშშ დოლარი, 300.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით (18.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.74 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 92.68 პროცენტი მოდიოდა.

აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (44.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.5 მლნ აშშ დოლარისა (37.6 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728