გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

4-07-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ღია ცეცხლი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოახდინა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები დროულად გამოცხადდნენ ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე.

რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს უწევდათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით წარმართვა. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე მუშაობა დაიწყეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმაც. რთული რელიეფისა, და მიუდგომელ ადგილებში ხანძრის დროულად ჩასაქრობად, გადაწყდა პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის ვერტმფრენების ჩართვა. გუშინ ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა, დღეს კი, სალიკვიდაციო სამუშაოები ერთი ვერტმფრენი იყო ჩართული. სამსახურებიის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის, ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ შეინიშნება. ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.


დაიწვა 4 ჰექტარი ტყის ქვედა საფარი და მოტეხილი ხის ტოტები. დაშავებული არავინ არ არის.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში სულ ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ცოცხალი ძალა, 50-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930