გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შიდა ქართლის რეგიონში, პროგრამით „დანერგე მომავალი“ ბლის ბაღი 204 ჰექტარზეა გაშენებული

5-07-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახლადგაშენებული ბლის ბაღი დაათვალიერეს.

„პროგრამა „დანერგე მომავალი” სტრატეგიული მნიშვნელობისაა მეხილეობის განვითარებისთვის და განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს. პროგრამაში მრავალი ფერმერია ჩართული და, ყოველწლიურად, სულ უფრო პოპულარული ხდება. წელსაც ფერმერების მხრიდან განსაკუთრებული აქტივობაა; შვიდი ათასზე მეტი კონტრაქტია გეგმაში, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია. კომპანიის „ჩერი.ჯე” ბლის ბაღი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის გაშენებული და რაც ძალიან სასიხარულოა, მათ ქართული წარმოების სარწყავი სისტემები აქვთ, ასევე, ადგილზე დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო კონსტრუქციები, ბეტონის ბოძები, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში იწარმოება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროგრამით „დანერგე მომავალი“ ბლის ბაღი შპს „ჩერი.ჯემ“ 11 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 112,000 ლარია; ჭაბურღილის მოსაწყობად, კომპანიამ 18,000 ლარის დაფინანსება მიიღო. „ჩერი.ჯე“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია; ბლის ბაღის გაშენებისთვის, სესხის თანხა 1,5 მლნ ლარს აჭარბებს.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 12.9 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 81.1 მილიონ ლარს აჭარბებს

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031