გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

8-07-2021

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა არაბთა გაერთიანებული საემიროების

პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შს მინისტრთან - შეიხ სეიფ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან ვიდეოკონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სტატუსით საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მხარეებს შორის როგორც სტრატეგიული, ასევე ოპერატიული მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს ელჩი- პაატა კალანდაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე- გიორგი ბუთხუზი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი- ეკატერინე მაჭავარიანი, ხოლო არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექტორი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების დროებით საქმეთა რწმუნებული და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

ვიდეოკონფერენციის ბოლოს მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ სექტორულ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს პროექტ -„უსაფრთხო ქალაქი–უსაფრთხო ქვეყნის“ ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930