გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი გახსნა

8-07-2021

ახალგაზრდა ფიზიკოსთა  34-ე  საერთაშორისო ტურნირს 25-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ საქართველო მასპინძლობს. ტურნირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 8-14 ივლისს გაიმართება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტურნირის გახსნის ღონისძიებაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში მონაწილეობენ მოსწავლეები, რომელთაც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვთ. ტურნირში მონაწილეობით ისინი გაიღრმავებენ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევებს, რაც სამეცნიერო მიღწევების ეპოქაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ესოდენ პრესტიჟული და მასშტაბური ტურნირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთავარი პროექტი რეალობად იქცა და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, ვუმასპინძლოთ ახალგაზრდებს ევროპული სტანდარტების მქონე უნივერსიტეტში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. ქართველი და საერთაშორისო მეცნიერების თანამშრომლობით, უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას და თანამედროვე კვლევებს მედიცინისა და ბირთვულ ფიზიკაში. ეს პროცესი ორი ციკლოტრონის შექმნისთანავე დაიწყება და ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევით პროცესს, ასევე, სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე პროტონული თერაპიის მეთოდით“.

აღსანიშნავია, რომ ხუთი დღის განმავლობაში ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში 28 ქვეყნის ეროვნული ნაკრები იასპარეზებს, მათ შორის, 15 ქვეყნის გუნდი ქუთაისში ჩამოდის. ნაწილი კი პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ტურნირის შესახებ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930