გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა“

9-07-2021

„ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს

სწორედ თქვენი დამსახურებაა“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს ღონისძიებაზე, რომელიც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის დასრულებას მიეძღვნა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველმა სამხედროებმა მისიაში პროფესიონალიზმით, თავდადებითა და მებრძოლი სულით საუკეთესოდ წარმოაჩინეს ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარი.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2004 წლიდან, ავღანეთში მიმდინარე მისია ნათლად მოწმობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მან მშვიდობისმყოფელებს მისიიდან დაბრუნება მიულოცა და ათასობით სამხედროს, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა როტაციის დროს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მსახურობდა, ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიის მანძილზე ქართველმა სამხედროებმა მიიღეს საბრძოლო გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა თავდაცვის ძალების დონე. მან პატივი მიაგო ქართველი გმირების ხსოვნას, რომლებმაც მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფასა და ტერორიზმთან ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს; ასევე, მადლობა გადაუხადა მისიის შესრულებისას დაჭრილ-დაშავებულ ასობით ქართველ სამხედროს. მისივე განმარტებით, ჩვენი სამხედროების მაღალი რეპუტაცია, მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

„საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად იქნება მზად, შეასრულოს ყველა დაკისრებული ამოცანა მისთვის დამახასიათებელი უმაღლესი პროფესიონალიზმით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს მხარდაჭერა აღუთქვა: „გპირდებით, რომ არ დავზოგავთ თავს და განვაგრძობთ თქვენზე და თქვენს ოჯახებზე ზრუნვას. გპირდებით, რომ საკანონმდებლო დონეზე შეგიქმნათ საცხოვრებელი და სხვა სოციალური გარანტიები. გპირდებით, რომ საქართველოს ჯარისკაცი იქნება კიდევ უფრო დაფასებული და ამაყი“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930