გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: არც ღარიბაშვილი გადადგება და არც გომელაური; თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მას, რაც არ უნდა გეზიზღებოდეთ ის

12-07-2021

ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება. თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა ის გეზიზღებოდეთ.

მთავრობის მეთაური რომ ამბობს, შეძლება იყოს სირთულეები, რომ ორი ამ დონის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს უნდა იქნეს ვინმეს მიერ შესმენილი და ჩვენ არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იქ, სადაც ხდება თავდასხმა ადამიანზე, იქნება ეს ჟურნალისტი თუ სხვა, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად უნდა ჩატარდეს და ყველა დამნაშავე უნდა იქნას დაკავებული.

„იქ, სადაც ხდება თავდასხმა ადამიანზე, იქნება ეს ჟურნალისტი თუ სხვა, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად უნდა ჩატარდეს და რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავე, რომელიც თავს დაესხა ჟურნალისტს, ოპერატორს, იქ მყოფ ნებისმიერ სხვა ადამიანს, უნდა იქნან დაკავებული. ჩვენ ვნახეთ ბევრი დაკავება, არაერთი აღკვეთის ღონისძიება, რა თქმა უნდა, თუკი არიან სხვებიც, ვინც ჯერ რ არის დაკავებული ისინიც უნდა იქნან დაკავებულები და გამოიძებამ უნდა დააყენოს შედეგი, იმიტომ, რომ ძალადობით ეს ქვეყანა არსად წავა.

ასევე, თუ მედია, პოლიტიკური პარტიები არ მოუსმენენ მთავრობას რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა არსად არ წავა. ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება. თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა გეზიზღებოდეთ ის, იმიტომ, რომ მთავრობის მეთაური რომ ამბობს, შეძლება იყოს სირთულეები, რომ ორი ამ დონის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს უნდა იქნეს ვინმეს მიერ შესმენილი და ჩვენ არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა. ამ ადმიანებს ამ ქვეყანაში არავინ ერჩის, მაგრამ მათ აქვთ გამოწვევები, მათი უფლებების დაცვა საჭიროა, განსხვავებული ადამიანი ჩვენ არ უნდ გვძულდეს და ამისათვის ერთად უნდა ვიმუშაოთ. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მარამ თქვენი ვალდებულებაა, ხელი შეუწყოთ საზოგადობაში ტემპერატურის დაგდებას და მანამ, სანამ გამოძიება და ექსპერტიზა თავის სიტყვას იტყვის, არ იძახოთ, რომ თურმე ოპერატორი მოკლა მთავრობამ. ეს სირცხვილია. სირცხვილია ასევე იმის თქმა, რომ თურმე ილია II უნდა ჩავსვათ ციხეში. თქვენ გაქვთ ვალდებულება, რომ რეალობა მიაწოდოთ საზოგადობას და ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში განსხვავებულ ინფორმაციებს შორის ბალანსს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930