13-07-2021
,,მაშინ, როდესაც სახელმწიფო კანცელარიაში არის ბრიფინგი და შენ, შენ, რომლის უკანაც დგას კეზერაშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი და თითს მიქნევ და აფიშირებ, რომ ძალადობა უნდა დასრულდესო - ამას არ/ვერ მივიღებ’’- წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ლატარია.
მისი თქმით, ძალადობა მიუღებელია და ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, თუმცა ადამიანები რომლებიც ძალადობას აპროტესტებენ და მათ უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ძალადობის შემოქმედები იყვნენ მათი მხრიდან მორალის კითხვა მიუღებელია.
,,თქვენი საბოლოო მიზანია სააკაშვილის ჩამოთრევა, რომლისთვისაც ყველას და ყველაფერს იყენებთ!!! არა/ვერ გაგივათ, შანსი არის ნოლი. ძალადობას ვგმობ კი არა, ძალადობა მძულს და უნდა დაისაჯოს ყველა, მაგრამ ძალადობაზე ადეიშვილის, ახალაიებისა და სააკაშვილის მიმდევრები ვერ უნდა მესაუბრებოდეთ და დიახაც, ვერც მესაუბრებით. დიდი ბოდიში, მაგრამ ვინ ხართ? რა გიკეთებიათ ჩემი ქვეყნისთვის, რომ დღეს აქ დღის წესრიგს მიდგენთ? გუშინ მიშას ემსახურებოდით, მანამდე შევარდნაძეს, ახლა კეზერაშვილს და ა.შ და რატომ, რატომ უნდა აგყვეთ თქვენ? ვიცნობდი მე ლექსოს (დიდი ხნის წინ) და ძალიან გული მეტკინა, რომ გარდაიცვალა და ნათელი და სანთელი მის სულს!!! სხვა დანარჩენი არის მანიპულაციები. ეს, ომია. დიახ, ეს ომია. თქვენ გვეუბნებით, წავიდეს ეს ხელისუფლება და მობრუნდნენ ისინი, რომლებიც მარტო თქვენ კი არა, ჩვენც გვაწამებდნენო? ეგრე არ არის და არც არასოდეს იქნება!’’ წერს ირაკლი ლატარია facebook - ზე.