გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ანთაძე: ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება

13-07-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 101-ე შეხვედრა დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათმა წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების- ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლება.

„ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, ამ თემაზე შედგა ძალიან ინტენსიური დისკუსია, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის პირად უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.

ასევე, აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად 2021წლის 27 სექტემბერი განისაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930