გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ამორალურ ხალხს ვერ მივცემთ სპეკულაციებისა და არეულობის საშუალებას

13-07-2021

მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ექსპერტიზის ჩატარება იყო აუცილებელი. იყო აბსოლუტურად ამორალური მცდელობა, რომ ადამიანის სიკვდილი დაეკავშირებინათ იმ ძალადობასთან, რომელიც ჩვენ ვიხილეთ 5 ივლისს და ამ სპეკულაციების საფუძველზე მოეწყოთ არეულობა ქვეყანაში. აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ყველაფერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი ფაქტორში“ ისაუბრა.

„ამორალურ ხალხს ჩვენ ვერ მივცემთ სპეკულირების საშუალებას და ამ სპეკულაციების საფუძველზე თუნდაც იმის ცდის საშუალებას, რომ არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. თანაც ვიცით, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ბაჩალიაშვილის საქმე, შაქარაშვილის საქმე, ყოველი ახალგაზრდა ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალების შემთხვევა გამოიყენება იმისთვის, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ არეულობა. ეს არის ამორალური ქმედება და ესენი არიან ამორალური ადამიანები. არაფრად უღირთ მათ თუნდაც გარდაცვლილი ადამიანების რეპუტაცია და მათი ღირსება. რა გააკეთეს ბაჩალიაშვილის შემთხვევაში, იგივე გააკეთეს ახალგაზრდა ოპერატორის შემთხვევაშიც. ესენი არიან ამორალური ადამიანები და ამორალურ ადამიანებს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930