გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

14-07-2021

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს დარგის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრისთვის საჭირო ხედვები და წინადადებები გააცნეს. შეხვედრაზე აღინიშნა მეთხილეობის პოლიტიკის განსაზღვრის საჭიროებაც.

„მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა მათი თხოვნით შედგა. მნიშვნელოვანია, რომ მეთხილეობის დარგი პროგრესულად მზარდია და ჩვენს საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში მეორე ადგილი უკავია. ლოგიკური და ობიექტური იყო ის საკითხები, რაც მათ დააყენეს, მათ შორის, ეს ეხება ხელისუფლების მხრიდან სპეციალური და კოორდინირებული თანამშრომლობის სტრუქტურის შექმნას, იქნება ეს სააგენტოს სახით თუ სხვა ფორმით. ასევე ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, რომლებზეც მათ დროულად სჭირდებათ სახელმწიფოს ჩარევა და დახმარება. ჩვენ, კომიტეტის მხრიდან, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება აღვუთქვით", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31