გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

17-05-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ჩინური კომპანიის Emeishan Gongping Environmental Technology წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს და სამინისტროს წარმომადგენლებს საწარმოს მნიშვნელობის და ფუნქციონირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა საბურავებისა, საწარმო ნეილონის გრანულების, ფოლადის მძივებისა და რეზინის პროდუქციის გადამუშავებას ითვალისწინებს.

ყოველწლიურად ნარჩენი საბურავების რაოდენობა 13 500 ტონას შეადგენს, რომელიც გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს.

ჩინური კომპანია, საწყის ეტაპზე, 25 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

საწარმოს გახსნის საკითხი უახლოეს მომავალში განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930