გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ბათუმში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ

16-07-2021

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დღეს მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან. კონკრეტულ მსჯავრდებულთან ან განრიდებულ პირთან გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იქნება შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, ვადა, სამუშაო ადგილი და ა.შ.

უწყების ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ ბათუმის მერიისგან მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული პირები, მას შემდეგ რაც ამოწურავენ სასამართლოს მიერ მისჯილ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, უკვე ანაზღაურების სანაცვლოდ შეძლებენ დასაქმებას აღნიშნულ მიმართულებებზე.

იუსტიციის სამინისტრომ მსგავსი შინაარსის მემორანდუმი ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან უკვე გააფორმა.

უწყების ცნობითვე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძის ინიციატივით, მსგავსი ტიპის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაგეგმილი. შედეგად, მსჯავრდებულები საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებაში და შესრულებული შრომით აანაზღაურებენ საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930