16-07-2021
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გერმანელ და ბელგიელ ხალხს წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა გამო უსამძიმრებს.
„ჩემი ღრმა სამძიმარი გერმანელ და ბელგიელ ხალხს წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. საქართველო ამ რთულ დღეებში თქვენდამი სოლიდარობით გვერდში გიდგათ“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე „ტვიტერზე“