გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ამერიკის სახელმწიფოს გამორჩეული მეგობარი

17-07-2021

ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ამაყობს იმ გამორჩეული, უნიკალური სტრატეგიულ

პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან - სახელმწიფოსთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მხარდამჭერი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამერიკას და მე ყოველთვის გამოვხატავ მადლიერებას მათ მიერ განხორციელებული, გაწეული დახმარებისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე მოყოლებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სანქციებზე საუბარი არის სპეკულაციები და ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება.

„ჩვენ, ჩვენი მხრივ, გავაკეთეთ და ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ აღნიშნული პარტნიორობა და მეგობრობა, რომელიც დაფუძნებული არის თანასწორუფლებიან, ურთიერთპატივსაცემ დამოკიდებულებაზე.
რა თქმა უნდა, ყოველგვარი საუბარი სპეკულაციებია, რომელიც, სიტყვა არც მინდა გავიმეორო-სანქციები და ა.შ. - ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება. ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი.
ბევრი ადამიანის განცხადება და ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება მოვისმინოთ, ზოგადი განმარტებაც შეიძლება მოვისმინოთ, თუ როგორ მოქმედებს ამერიკა და რა ბერკეტებს იყენებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენცია, რომ ჩვენ ვართ მეგობარი სახელმწიფო რეგიონში და ამის სრული უფლება მაქვს მე ვთქვა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალკეული ჩინოვნიკების", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930