გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ის რაც დღეს ოპოზიციამ გააკეთა, არის საჯარო მოხელეების სტიგმატიზება, რომ რადგან ისინი არიან საჯარო სამსახურში, ცუდები არიან და მხარი არ უნდა დავუჭიროთ

18-07-2021

„ის რაც დღეს ოპოზიციამ გააკეთა, არის საჯარო მოხელეების სტიგმატიზება, რომ რადგან ისინი არიან საჯარო სამსახურში, ცუდები არიან და მათ მხარი არ უნდა დავუჭიროთ. სამაგიეროდ, მათ მხარი დაუჭირეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩვნების“ ხელმძღვანელს“ - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ყალბი პარალელური დათვლები ქონდა გამოქვეყნებული, საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს უმალავდა და ამის გამო ეს საზოგადოება ზანზარებდა.

„ჩვენი კოლეგა საუბრობდა, კანდიდატებს საზოგადოების მხრიდან ნდობა არ აქვსო. ჩვენ ვისაც მხარი დავუჭირეთ ესენი არიან საჯარო მოხელეები. ის რაც დღეს ოპოზიციამ გააკეთა, არის საჯარო მოხელეების სტიგმატიზება, რომ რადგან ისინი არიან საჯარო სამსახურში, არ ვარგანან, ცუდები არიან და მათ მხარი არ უნდა დავუჭიროთ. სამაგიეროდ, მათ, ახლა კენჭისყრის შედეგებს რომ შევხედე, მხარი დაუჭირეს არასამათავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ყალბი პარალელური დათვლები ქონდა გამოქვეყნებული, უმალავდა საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს, ამის გამო ეს საზოგადოება ზანზარებდა. ამ ადამიანზე და ამ საზოგადოების წარმომადგენელზე ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რომ ის იმსახურებს საზოგადოების ნდობას. მაშინ გასაგებია მათი ნდობის სტანდარტი რა არის და ალბათ უმდაბლესი სტანდარტი აქვთ ნდობის. ერთი იმედი მაქვს მარტო. თუ საზოგადოების ნდობა აინტერესებთ, თავის მომხრეებზე დაელაპარაკებიან და იქნებ შემდეგ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირონ ამ კანდიდატებს“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930