გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამ დროისთვის 13 მილიონ 322 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

19-07-2021

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 15,069 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 13 მილიონ 322 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,034 ტონით (67%), ხოლო ღირებულება - 5 მილიონ 229 ათას აშშ დოლარით (65%) გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (9,378) და სომხეთში (4,757 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (337 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ბელარუსიში (99 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (18 ტონა).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930