გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ხედვას სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნის შესახებ

19-07-2021

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ხედვას სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნის შესახებ.

"დიდი პატივია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკის და საქართველოს ყველა მეგობრის მასპინძლობა, რომლებიც დღეს ფიზიკურად თუ ვირტუალურად შემოგვიერთდნენ. ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ხედვას სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნის შესახებ",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930