22-07-2021
„დაძაბულობის კიდევ ერთი კერა და ოპოზიციის შეტევის კიდევ ერთი ობიექტი, აუცილებლად გახდება ცესკოს თავმჯდომარეობის ყველაზე რეალური კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი“- მიაჩნია ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ნუგრზარ გრძლეიშვილს.
მისი თქმით, ოპოზიციამ უკვე დაიწყო განცხადებების გაკეთება, რომ კალანდარიშვილის არჩევით "ცესკოს თავმჯდომარედ ქართული ოცნების მიერ ხდება „მეორე თამარ ჟვანიას დანიშვნა".
„შექმნილ ვითარებაში დაძაბულობის კიდევ ერთი კერა და ოპოზიციის შეტევის კიდევ ერთი ობიექტი, აუცილებლად გახდება ცესკოს თავმჯდომარეობის ყველაზე რეალური კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი. ოპოზიციამ უკვე დაიწყო განცხადებების გაკეთება, რომ კალანდარიშვილის არჩევით "ცესკოს თავმჯდომარედ ქართული ოცნების მიერ ხდება მეორე თამარ ჟვანიას დანიშვნა".
ასეთი პარალელის გავლება აშკარად არაკორექტული და დესტრუქციულია. თანაც, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის საკომიტეტო მოსმენაზე გამოჩნდა ბევრი ისეთი გარემოება, რაც გ. კალანდარიშვილს აშკარად მომგებიან პოზიციაში აყენებს. კერძოდ:
- ბატონმა გიორგიმ საკუთარ და ცესკოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაისახა ის, რომ არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებას და მისი შედეგების აღიარებაზე პასუხისმგებელი უნდა გახდეს შარლ მიშელის შეთანხმების ყველა ხელმომწერი და უნდა გამოირიცხოს ე.წ. გაყალბებაზე ყოველგვარი ეჭვი.
- ამავე დროს, მან საკუთარ პრიორიტეტად გამოაცხადა ცესკოს ადმინისტრაციის წევრების დაცვა ბულინგისა და ზეწოლისგან. მისი განცხადებით, აქ დასაქმებული 70 ათასი ადამიანის ღირსება არ უნდა შეეწიროს პოლიტიკური ძალების მიზნების რეალიზაციას.
- თავმჯდომარეობის კანდიდატმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის "მდგრადია ზეწოლის მიმართ", რაც შეიძლება აღვიქვათ, როგორც ოპოზიციის გაფრთხილება;- კალანდარიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ ისეთი ქმედებებზე, რომლებიც მიზანმიმართულად ემსახურება საარჩევნო პროცესის დაზიანებას, ექნება მკაცრი რეაგირება.
და, რაც მთავარია, გიორგი კალანდარიშვილმა მოუწოდა საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს, რომ საჭიროა მენტალური ტრანსფორმაცია, რათა გავაცნობიეროთ, რომ არჩევნებს ვატარებთ ჩვენ სამშობლოში, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს კი უზრუნველყოფს საზოგადოების კონსოლიდაცია ქვეყნის განვითარების და მშვიდობის გარშემო.
მოსალოდნელია, რომ ამ ზუსტ და დროულ გზავნილებს ნაცმოძრაობა და მასთან აფილირებული ძალები ყურად არ იღებენ.ცესკოს თავმჯდომარის არჩევისთანავე დაიწყება მისი დისკრედიტაციის კამპანია. მომავალ არჩევნებში დამარცხების შემდეგ კი, ისინი, კიდევ ერთხელ შეეცდებიან მაიდანის სცენარის გათამაშებას, "არჩევნების გაყალბების" საბაბით. - ამბობს ნუგზარ გრძელიშვილი.
ექსპერტი ასევე, აღნიშნავს, რომ - ე.წ. ჟურნალისტ- პოლიტიკოსთა მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ახერხებს სიყალბის და ობიექტური რეალობის გარჩევას და არ გამოდის ფეიქ-ტელევიზიების აქციებზე.
„საქართველოში დღეს არსებული წინასაარჩევნო ვითარება შეიძლება შემდეგნაირად დავახასიათოთ:
- ოპოზიციის მარგინალიზაციის პროცესის კიდევ უფრო ღრმა და ინტენსიური გახდა;
- ამ პროცესის გადასაფარად პირველ პლანზე გამოვიდა ე.წ. პოლიტიკოს-ჟურნალისტთა ჯგუფი, რომლებიც ოპერატორის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტს უაპელაციო აბრალებენ ხელისუფლებას და მოითხოვენ პრემიერის გადადგომას. ისინი მთლიანად გადართული არიან პროვოკაციულ ქმედებებზე, რომელთა მთავარ მიზანს სამართდამცავების და ხელისუფლების წარმომადგენელთა პროვოკაციაზე წამოგება წარმოადგენს.
- ე.წ. ჟურნალისტ- პოლიტიკოსთა მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ახერხებს სიყალბის და ობიექტური რეალობის გარჩევას და არ გამოდის ფეიქ-ტელევიზიების აქციებზე.
- აღნიშნულ აქციებზე აშკარად გაიჟღერა მოწოდებამნ ე.წ. მაიდანის მოწყობის აუცილებლობის შესახებ. ალბათ, მადლობა უნდა ვუთხრათ ბატონ დიღმელაშვილს, რომელმაც დაგვაიმედა, რომ უკრაინულთან შედარებით, ქართული მაიდანი ნაკლები მსხვერპლით უნდა დასრულდეს.
- აშკარაა ისიც, რომ ე.წ.მაიდანის სცენარის სისრულეში მოყვანას მხარს არ უჭერს არათუ ქართული საზოგადოების, არამედ გამარგინალებული ოპოზიციის მხარდამჭერთა დიდი ნაწილიც კი.
- ოპოზიცია ყველაფერზე მიდის დესტაბილიზაციის შესაქმნელად. არ ერიდებიან ანტისახელმწიფოებრივქმედებებსაც. ისინი უკვე ისტერიულად მოითხოვენ დასავლელი პარტნიორებისგან საქართველოსთვის სანქციების დაწესებას“- მიაჩნია გრძელიშვილს.