22-07-2021
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ქუჩაში ძალადობრივი საპროტესტო აქციები იშვიათია, თუმცა მნიშვნელოვანი შეტაკებები მოხდა 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტში შესვლა სცადეს.
„ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ზოგიერთმა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო, რადგან პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. საერთო ჯამში, პოლიციამ შეასრულა წესრიგის დაცვის ვალდებულება დაუგეგმავი საპროტესტო აქციების დროსაც კი“, - აღნიშნულია ანგარიშში.