22-07-2021
„მოიტყუეთ, რომ მხარი დაუჭირეთ ეთიკის კოდექსის შექმნას. თქვენ პარლამენტში არ იყავით ამ დროს, ფიზიკურად ვერ დაუჭრით მხარს, თქვენ ხართ მატყუარა“ - მიმართა ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ხატია დეკანოიძეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, მიუღებელია, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აპელირებდეს ქალთა უფლებების დაცვით, როცა მათთვის არავის უფლება არ არსებობს.
„მიუღებელია, რომ თქვენ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი აპელირებდეთ ქალთა უფლებების დაცვით, როცა თქვენთვის არავის უფლება არ არსებობს, ეს თქვენი პოლიტიკური მიზანი და ხელწერაა.
რადგან ეს საკითი ძალიან გადარდებთ, არ მინდა აპელირება გააკეთოთ ქალებზე უფლებების დამცველობით და ის მიღწევები, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ გააუფერულოთ. მე გთავაზობთ ერთი დღე, საბჭოს ფორმატში, არასამთავრობო ორგანზაციების მონაწილეობით, სწორედ იმ ორგანიზაციების, რომლებიც ახლა თქვენ გინდოდათ, რომ რაღაც პოპულიზმისთვის შემოგეყვანათ, შევიკრიბოთ დახურული სამუშაო ფორმატის ფარგლებში და დაგიმტკიცებთ, ჩვენს არგუმენტებს წარმოგიდგენთ, ასევე მოვისმენ თქვენს არგუმენტებს, რატომ იყო თქვენი მოსაზრებით, როგორც ქალზე ძალადობა, ამ განცხადებით, რომ ქალს არავინ არ უნდა შეეხოს, მაშინაც კი როდესაც ქალი შეიძლება დანაშაულს ჩადის და როდესაც მანდატური ცდილობდა მის გამოყვანას. ამით თქვენ გინდათ, დისკრედიტაცია გაუკეთოთ ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს და საზოგადოება განაწყოთ, რომ ქალს თურმე ყველაფერის უფლება აქვს. ეს არის ყველაზე ცუდი შემოტრიალება ამ საკითხის, რომელიც შეიძლებოდა გაგეკეთებინათ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ მზაობას, რომ დახურულ შეხვედრაზე ვიმსჯელოთ, მათ შორის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლებთან ერთად, რომლებთანაც ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და დარწმუნებული ვართ ძალიან საღ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ ფაქტებთან დაკავშირებით“- განაცხადა ნინო წილოსანმა.