გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში, შოთა რუსთაველისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება

22-07-2021

ქალაქ ბოლნისში, ყოფილი კატერინენფელდის ცენტრალური უბნების დარჩენილ მონაკვეთებზე ადგილობრივი ბაზალტით ქუჩების მოკირწყვლა დასრულდა. შოთა რუსთაველის ქუჩაზე ამ ეტაპზე ეზოში შესასვლელები, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე კი ტროუტუარებისა და დაზიანებული ფასადების აღდგენა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ქუჩებზე მოსახლეობის ჭიშკრებიც გამოიცვალა.

ინფრატსრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულბა 614 000 ლარს შეადგენს.

“დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლნისის ისტორიული ნაწილის ცენტრალური ტერიტორია მთლიანად ადგილობრივი ბაზალტითაა მოკირწყლული, ეს კი ტურისტული თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძველი გერმანული უბნები თავის ავთენტურ იერსახეს იბრუნებს. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ამ ეტაპზე ტროტუარების, დაზიანებული ფასადების აღდგენა, რუსთაველის ქუჩაზე კი ეზოებში შესასვლელების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე ქუჩებში მოსახლეობის ჭიშკრებიც შეიცვალა. პროექტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჯამში 614 000 ლარი გამოიყო”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930