გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

23-07-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, ნინოშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის, გვირილების, პაპაშვილის, გურიელის, გაზაფხულის, შალვა ნუცუბიძის, ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის, სოფელი ლისის, პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, ანაკლიის, ნაფეტვრების, იოსელიანის, აბაშიძის, რჩეულიშვილის, წმინდა მოწამე ვასილისკოს და ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი აკაკი წერეთლის გამზირის, ზუგდიდის, სოხუმის, ცოტნე დადიანის, იროდიონ ევდოშილის, თევდორე მღვდლის, ვახუშტი ბაგრატიონის, ფოთის და ბათუმის ქუჩების მოსახლეობა.

ასევე გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა სოფელი შინდისის მოსახლეობას, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვაზისუბნის დასახლების, კვაჭანტირაძის, წულუკიძის, მშველიძის და უტიაშვილის ქუჩების მოსახლეობას, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე მოსკოვის გამზირის, სამგორის ჩიხის და გოჩა ნადარეიშვილის ქუჩის მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე მტკვრის ქუჩის და თემქის XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930