გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი" დღეს საქართველოშია; ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი

24-07-2021

ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გადმოცემული ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი" ჩამოვიდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს, რისთვისაც სრული მზაობაა.

„ქალბატონო ელჩო, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით. მე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის. ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი" დღეს საქართველოშია. კიდევ ერთხელ მადლობა ამ დახმარებისთვის. ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს კოვიდ პანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის - „ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებისთვის.

ამას გარდა, ჩვენ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი" გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებელთან, „ფაიზერის" კომპანიისგან ვიყიდეთ ერთი მილიონი დოზა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში, ამის მოწოდებაც დაიწყო.

კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველამ ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930