გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიების პროექტების განხილვის მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული კომისიის სხდომა გაიმართა

24-07-2021

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ეროვნული დონის ორი კონცეპტუალური დოკუმენტის დამტკიცების საკითხი იქნა განხილული. სხდომის დღის წესრიგის თანახმად, პირველ საკითხად განხილულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შექმნილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავებული, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები.

სხდომის ფარგლებში, მეორე საკითხად განხილულ იქნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის ფარგლებში შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული 2021-2024 წლების საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები.

სხდომაზე მომხსენებლებად გამოვიდნენ: კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი − სერგო თურმანიძე და კომისიის წევრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე.

მომხსენებლებმა სხდომის მონაწილეებს შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პროექტები გააცნეს და მათი შემუშავების პროცესთან დაკავშირებით, სხდომის მონაწილეების ინფორმირება მოახდინეს. სხდომის ფარგლებში, აღნიშნული დოკუმენტების საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

სხდომაში მონაწილეობდნენ უწყებათშორისი კომისიის წევრები: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930