გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: დავიწყეთ საზღვაო სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია; ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სფერო უსაფრთხოდ ფუნქციონირებდეს

25-07-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ბათუმში საზღვაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ნათია თურნავა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ესტუმრა. დღეს საზღვაო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი აიცრა, პროცესი უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.

„დღეს დავიწყეთ საზღვაო სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სფერო უსაფრთხოდ ფუნქციონირებდეს. კოვიდის პერიოდი ისე გადავიტანეთ, რომ ჩვენი პორტები უსაფრთხოდ და შეუფერხებდა ფუნქციონებდა და ამიერიდანაც ასე უნდა იყოს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საზღვაო სექტორის წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ როგორც მეზღვაურები, ისე პორტის თანამშრომლები და უმაღლესი საზღვაო სასწავლებლების პერსონალი. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უკვე არის მოთხოვნებიო სხვადასხვა გემთმფლობელებისგან, რომ ვაქცინირებულები იყვნენ გემზე დასაქმებულები.

„რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გახდეს შეფერხება ჩვენი მეზღვაურებისთვის. პირიქით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, ერთადერთი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენ არსებითად შევამციროთ ვირუსით ინფიცირების ალბათობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადამიანს, ვაქცინაციის მიუხედავად, მაინც შეხვდება ვირუსი, არის სერიოზული გართულებების მინიმალური საფრთხე. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ - მე თავად ვარ ვაქცინირებული, ჩემი ოჯახის წევრები არიან ვაქცინირებულები, რაც შეიძლება სწრაფად ჩაიტარონ ვაქცინაცია", - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს მასშტაბურ ჩაკეტვას, აქედან გამოდინარე, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა და პანდემიასთან ასე ბრძოლა. მან მადლობა გადაუხადა საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს მაღალი პასუხისმგებლობის და სწორი სამოქალაქო პოზიციის გამო.

„ერთადერთი მთავარი გზა არის ვაქცინაცია, რომელიც ამცირებს ეკონომიკის შეფერხების საფრთხესაც. აქედან გამომდინარე, თქვენ ხედავთ, რომ ბათუმში, აჭარაში, ტურისტული სეზონი საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს - ის რა თქმა უნდა, არ არის ბოლომდე სრულყოფილი, როგორიც იყო პანდემიამდე, მაგრამ პრინციპში არის ხალხმრავლობა, ბევრი ადამიანი ისვენებს. ჩვენ ასეც გვინდა, რომ შემოსავალი არ დაეკარგოთ განსაკუთრებით მცირე სასტუმროებს, რესტორნებს, ზოგადად ტურისტულ სექტორს. ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია", - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930