გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა

25-07-2021

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალთან ერთად, უკვე დასრულებული შენობები მოინახულა და დეტალურად გაეცნო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. სამხედრო ბაზაზე 2000 მ2-ზე ახალი სასადილო აშენდა, რომელის ფასადიც გაილესა უმაღლესი ხარისხის მასალით, გაკეთდა კონდიცირება-ვენტილაციის სისტემა, სველი წერტილები და აღიჭურვა უახლესი ინვენტარით. ტერიტორიაზე ერთი ყაზარმის სარემონტო სამუშაოებიც სრულად დასრულდა, სადაც შეიცვალა კარ-ფანჯარა, დაიგო კერამიკული ფილები, შეიცვალა სანტქენიკა, მოპირკეთდა ფასადი და მიმდინარეობს ახალი ინვენტარით აღჭურვა.

ამ ეტაპზე მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ორი ყაზარმის, ლაზარეთის, საკონფერენციოსა და სატრენაჟორო დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ბაზის ტერიტორიაზე საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების განახლება იგეგმება. ასევემ, დასრულდება რეკრეაციული ზონის მოწყობა, მულტიფუნქციური სტადიონის მშენებლობა, შიდა გზებისა და გარე განათების სრული რეაბილიტაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930