გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

26-07-2021

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.

(ბიუჯეტი-408 000 ლარი)

პროექტის მიხედვით მოხდება ტაძრის რეაბილიტაცია.

1897-1902 წწ-ში აშენებული კათოლიკური ეკლესია, რომლის მშენებლობის დაფინანსება კონსტანტინე ზუბალაშვილმა იტვირთა, წარმოადგენს ნეოგოთიკური სტილის ბაზილიკას.

გასაბჭოების შემდეგ ეკლესია დაიხურა. მასში სხვადასხვა დროს არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული. 1989 წელს შენობა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა და დღეს ის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930