გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე - კომისიის არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის ბრალდება არ იყო სწორი და გაყალბების დასაბუთება ვერ იქნა მოძიებული

26-07-2021

კომისიის სიღრმისეული, არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ იყო სწორი და ამის დასაბუთება ვერ იქნა მოძიებული, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესაფებისას განუცხადა.

მისივე თქმით, კომისიამ დაადგინა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

„საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. მათ შეისწავლეს ყველა პრობლემური უბანი, გამოავლინეს ის საკითხები და ის პრობლემები, რისი გაუმჯობესებაც საჭიროა. კომისიის სიღრმისეული, არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ იყო სწორი და ამის დასაბუთება ვერ იქნა მოძიებული. არჩევნები ჩატარდა კონკურენტულად, ფუნდამენტური უფლებების დაცვით. კომისიამ დაადგინა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ეს ანგარიში მოითხოვს პოლიტიკურ განხილვას პარლამენტში. იმედი მაქვს ოპოზიცია ამ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს და ის პრაქტიკული რეკომენდაციები, რაც აქვს კომისიას მიცემული, პროცესის გაუმჯობესებისთვის იქნება გამოყენებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება.

როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, კომისიის საქმიანობის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930