გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: რეზოლუცია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების დღის წესრიგში ნომერი პირველი საკითხი კვლავ დეოკუპაციაა

26-07-2021

პარლამენტი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სპეციალურ რეზოლუციას მიიღებს.

რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ლევან მახაშვილი.

„რეზოლუცია, რომელიც ინიცირებული არის მრავალპარტიული თანხმობით, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით და მისი უშუალო ლიდერობით, გახლავთ კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი, რომ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა დარღვევებს, რომელიც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში",-განაცხადა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით და მრავალპარტიული თანხმობით მიღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი, რომ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა დარღვევებს, რომელიც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში.

„რეზოლუცია ჩვენს თანამოქალაქეებს და თითოეულ ჩვენთაგანს ისევ და ისევ შეგვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების დღის წესრიგში დღეს კვლავ ნომერ პირველი საკითხი არის დეოკუპაცია და ჩვენ მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად უნდა განვაგრძოთ მუშაობა იმისთვის, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მჯერა, სწორედ ჩვენი თაობა იქნება ის თაობა, რომელიც აღადგენს ხიდებს და შეძლებს, რომ ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გააერთიანოს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ თანმიმდევრულად ვიმუშავეთ, რათა ჩვენი სიმართლე საერთაშორისო ფორმატებშიც დაგვემტკიცებინა და საქართველომ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც კიდევ ერთხელ და უკვე საერთაშორისო სამართლის დონეზე იქნა აღნიშნული და აღიარებული, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები და ამ უხეში დარღვევებისთვის ის ვალდებულია, რომ კომპენსაციები გადაიხადოს",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031