გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: პარალელური დათვლის შედეგებმა „სამართლიანი არჩევნების" სანდოობასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა

26-07-2021

გასული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებულ რეკომენდაციებსა და ახსნა-განმარტებებზე.

„მათი მხრიდან მთავარ პრობლემად წარმოჩნდა შესწორების ოქმების შედგენის დიდი რაოდენობა, რომელიც ფიქსირდებოდა კონკრეტული საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებთან მიმართებაში. დროებითი კომისიასთან გასაუბრების შემდეგ, ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ აღნიშნული შესწორებები განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ განსაკუთრებით გამოყო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგები და მათი გავლენა იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის ფონზე წარიმართა.

მისი თქმით, ეს ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც პარალელურ დათვლებს აწარმოებს ბოლო წლების განმავლობაში და ამ დრომდე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სანდოობით.

2020 წლის 31 ოქტომბერს ორგანიზაციამ განახორციელა პარალელური დათვლა 850 საარჩევნო უბანზე.

„მათ დაგეგმილი ჰქონდათ 1 ნოემბერს, დილის 11 საათზე აღნიშნული შედეგების გამოცხადება, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო შედეგების გამოცხადება 3 საათით დაგვიანდა. თუმცა დაგვიანებით გამოცხადებული შედეგები საკმაო ცდომილებაში იყო იმ შედეგებთან, რომელიც ცესკო-მ დააფიქსირა როგორც პირველადი მონაცემების , ასევე საბოლოო შედეგების მიხედვით", -განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ეჭვქვეშ დააყენა „სამართლიანი არჩევნების" მიერ წარმოდგენილი შედეგები და ინტენსიურად წარმართა მასთან კომუნიკაცია, რათა გადაემოწმებინათ, რამდენად სწორი იყო მის მიერ გამოყენებული ფორმულა. გივი მიქანაძის განცხადებით, მიუხედავად ამისა, აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან ამ უზუსტობის იგნორირება გრძელდებოდა.

„6 კვირის განმავლობაში სამართლიანი არჩევნების მიერ წარმოდგენილი არასწორი შედეგებით ხელშეწყობილი იქნა ის პოლიტიკური ესკალაცია, რომელიც 1 ნოემბრიდან რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა განევითარებინა. ოპოზიციის დიდი ნაწილი პარალელური დათვლის შედეგებს იყენებდა ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იმისთვის, რომ დაესაბუთებინა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება. აღნიშნულმა დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას რეპუტაციის თვალსაზრისით, ამავდროულად, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა ამ ორგანიზაციის სამომავლო სანდოობასთან დაკავშირებით", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, 11 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო გუნდის ძალისხმევის საფუძველზე, იძულებული გახდნენ დაენიშნათ შიდა აუდიტი და ენახათ, რამდენად სწორი იყო მათ მიერ გამოყენებული ფორმულა, ამ ფორმულის ჩასწორების საფუძველზე მათი მონაცემები დაემთხვა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო შედეგებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930