გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ტალიაშვილი: ოპოზიციის მტკიცებით მათ არჩევნების გაყალბების ათასობით ფაქტი გააჩნდათ, თუმცა საგამოძიებო კომისიაში ერთიც არ წარუდგენიათ

26-07-2021

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციები და პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილება, პარლამენტის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა კომისიის თავმჯდომარეს კითხვით მიმართა.

„მაინტერესებს სადმე მსოფლიოში, სხვა ქვეყანაში მსგავსი პოლიტიკური პარადოქსი თუ მომხდარა ის, თუ რისი მოწმეც ჩვენი საზოგადოება გახდა. თქვენ აღნიშნეთ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია საგამოძიებო კომისიისთვის. უნდა გავიხსენოთ რეალურად ოპოზიციამ თუ რატომ შეიყვანეს ქვეყანა საკმაოდ რთულ პროცესებში და თუ რატომ აანონსებენ პრაქტიკულად ყოველ ორშაბათს რევოლუციას იყო შემდეგი არგუმენტი- მათ გააჩნდათ ათასობით მტკიცებულებით გამყარებული ფაქტი. ჯერ რევოლუციებით და არეულობებით სვლა და შემდგომ არც ერთი მტკიცებულების არ წარდგენა და დღეს ვხედავთ, რომ განხილვის პროცესშიც არ მონაწილეობს რადიკალური ოპოზიცია", - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930