გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა - მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია გამოცხადდა

27-07-2021

ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცეების მოწყობა დასრულდა. პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

თანამედროვე დიზაინით მოწყობილი საგანმანათლებლო სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით. საგანმანათლებლო პროცესს, რომელშიც დიდი აქცენტი ფიზიკა- მათემატიკის სწავლასა და ადგილობრივი და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებაზე გაკეთდება, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა წარმართავს.

სკოლა მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებების სახით შესთავაზებს როგორც სპორტულ, ასევე, შემოქმედებით და ინტელექტუალურ მომსახურებებს, მათ შორის, იფუნქციონირებს კლუბები პროგრამირების და ვებ დიზაინის მიმართულებით. სკოლის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ფართო სპექტრის სპორტული და შემოქმედებითი სერვისების განხორციელებისთვის. სკოლაში მოსწავლეები მიიღებიან მათემატიკაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე.

მისაღები გამოცდების ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 26 ივლისიდან და გაგრძელდება 13 აგვისტოს ჩათვლით.

ონლაიან რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული - shorturl.at/jvyU1
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს მოსწავლეს, რომელმაც 2020-2021 სასწავლო წელს დაძლია მე-6 ან მე-7 კლასი.

მოსწავლის მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:
სასწავლო პროცესი იწარმოებს განათლებისა და მეცნიერების ქალაქში (სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-3 კორპუსში. მისამართი: ქალაქი ბათუმი, სვიშჩევსკის ქ.N1).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031