გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ერთი შეცდომა იპოვონ დასკვნაში და ამ ერთ შეცდომაზეც კი, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებთ

28-07-2021

„ერთი შეცდომა იპოვონ დასკვნაში, რაც კომისიამ დადო და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებთ ერთ შეცდომაზეც კი“ - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებზე საუბრისას.

მდინარაძემ ოპოზიციისთვის გაკეთებულ შეთავაზებებზე ისაუბრა, რაზეც მათგან უარი მიიღეს.

„პირველი შეთავაზება იყო უბნების გადათვლა. არჩევნები გააყალბეთო გვაბრალებდნენ ჩვენ, ცესკოს და უბნების გადათვლაზე პირველი უარი მივიღეთ. მეორე - ვუთხარით, რომ ყველა ჩანაწერი არსებობს, არათუ 20, ან 30 %, არამედ ყველა ჩანაწერი არსებობს, მობრძანდით, დასვით რამდენი წარმომადგენელიც გინდათ, უყურეთ, ამაზეც უარი თქვეს. შემდეგ კომისიაში მონაწილეობა შევთავაზეთ, ყველაფერზე უარი თქვეს. ტყუილი კი არ იყო, ეს იყო თავხედობა, რომელიც მათ შესთავაზეს ქართულ საზოგადოებას. საერთოდ რომ არ მიექციათ ამ თემისთვის ყურადღება, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ იჯდა რამდენიმე ათეული ადამიანი და უყურებდა პირდაპირ ეთერში ყველა დეტალს, კომისიის ერთი არასწორი სვლა გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, დამერწმუნეთ ამაზე ატყდებოდა ისეთი ამბავი, მეორედ დაგვაბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას. რადგან ასეთი არ იყო, ამიტომ ჩაიარა ასე წყნარად ამ ყველაფერმა, ამიტომ, დღესაც ვთავაზობთ, პარლამენტის ტრიბუნიდან შევთავაზე და ახლაც ვთავაზობთ პირდაპირი ეთერიდან - ერთი შეცდომა ამ დასკვნაში, რაც კომისიამ დადო, ერთი შეცდომა იპოვონ და გავაგრძელოთ ამ თემაზე დებატები. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებთ ერთ შეცდომაზეც კი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930