28-07-2021
დედაქალაქის გარეკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დავით სარაჯიშვილის გამზირის, ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), ჭედიას (ნაწილობრივ), შუშინის, ბაღნარის, გელა ჭედიას, დავით სარაჯიშვილის, შუშის, ჩიტაიას, ანაკლიის, ჩანჩიბაძის, წყალსადენის, ლაზოს, მონასტრის, ტაძრის, ელვერ კუპატაძის და ალექსანდრე წერეთელის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე დაბა წავკისის, არსენას, ვეძინის, ზაალ ქიქოძის, რიწის, ძმები ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის, თხინვალის, ზალდასტანიშვილის, დელისის, შალვა ნუცუბიძის, ზემო დელისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას დიღმის მასივის III, VI კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის (ნაწილობრვი) ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შარტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ახვლედიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ელენე ახვლედიანის, ნინო ჩხეიძის და ხეთაგუროვის ქუჩების მოსახლეობა, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გულუას, არტურ ლაისტის და მეგობრობის ქუჩების მოსახლეობა.