გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

29-07-2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაგან კერობიანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით, ხაზი გაუსვეს საგადასახადო და საბაჟო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას.

ორივე მინისტრმა ისაუბრა COVID-19-ის პანდემიით შექმნილ გამოწვევებსა და პოსტპანდემიურ პერიოდში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობაზე.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ავგარ ავანესიანი და დელეგაციის სხვა წევრები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930