გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

2-08-2021

მმართველი გუნდის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით შექმნილ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის გაუქმების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტეს სახელისუფლებო პარტიაში. "ქართული ოცნების" განცხადებით ისინი აღარ აპირებენ მსგავსი ტიპის შეთანხმებაში დაბრუნებას მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა ხელს აღნიშნულ დოკუმენტს "ნაციონალური მოძრაობა".

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ, თუმცა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დეპოლარიზაციისთვის არაფერი გააკეთეს.

"შემდგომშიც და სამომავლოდაც ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებიდან გაყვანას, ვინაიდან ფაქტია და დავრწმუნდით, რომ ამან არაფერი კარგი არ მოიტანა, პირიქით უფრო გააღვივა პოლარიზაცია," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს 19 აპრილს მოეწერა ხელი, 28 ივლისს კი "ქართულმა ოცნებამ" აღნიშნული დოკუმენტის ანულირების გადაწყვეტილება მიიღო და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ენმ ამ თვეების განმავლობაში არ გახდა ხელმომწერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930