გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე იმსჯელებს

2-08-2021

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ და წევრებმა ალუდა ღუდუშაურმა და ფრიდონ ინჯიამ „საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

„კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება და დარღვევების შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისთვის სანქციები გამკაცრდება",-ამის შესახებ საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„დღეს ვარეგისტრირებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მიზანია, დაჩქარებული წესით, საქართველოს პარლამენტმა განიხილოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, კერძოდ, მის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს უკავშირდება. საქმიანობის შედეგად, გამოვავლინეთ, რომ, მოქმედ კანონმდებლობაში, ზომების ჩამონათვალი საკმაოდ მწირია. ვფიქრობთ, მას ორი პუნქტი უნდა დაემატოს. ერთის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში, კომისიის წევრს 1-დან 2 წლამდე საქმიანობის უფლება შეეზღუდება, მეორის მიხედვით კი, კომისიის თანამდებობის პირი, იქნება ოლქისა თუ უბნის წარმომადგენელი - თავმჯდომარე, მოადგილე თუ მდივანი ამ პოზიციიდან გათავისუფლდება და კომისიის რიგითი წევრი გახდება. ამასთან, რიგ შემთხვევაში, ჯარიმები საკმაოდ მწირია. აქცენტი გვექნება 87-ე მუხლზე, რომელიც ოქმის ჩასწორებას ითვალისწინებს. მასში 500-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. ჩვენი ინიციატივით, სანქცია გაორმაგდება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძის განცხადებით წარმოდგენილი ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მისაღებია და ისინი ემხრობიან მათ კანონმდებლობში ასახვას.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი სექტემბერში, დაჩქარებული წესით განიხილავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930