გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნარკოტიკული საშუალებების" და „ფსიქოტროპული ნივთიერებების" ჩამონათვალს მთელი რიგი ნივთიერებები ემატება

3-08-2021

"გაეროს 1961 წლის, 1971 წლის და 1988 წლის კონვენციების სიებში ახლად შეტანილ საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე რეგულირების დაწესება წარმოადგენს მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში ნარკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების კუთხით", -განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

მან დეპუტატებს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლის მიხედვითაც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის №2 დანართით გათვალისწინებული ნუსხის „ნარკოტიკული საშუალებების" ცხრილს და „ფსიქოტროპული ნივთიერებების" ცხრილს ემატება მთელი რიგი ნივთიერებები.

აღნიშნული ცვლილებით მოხდება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა.

პარლამენტის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სასურველია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და სხვა ნივთიერებებთან მიმართებაშიც გაჩნდეს ცვლილებების, კანონის დახვეწისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა.

პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930